საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის: „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ ფარგლებში, აცხადებს საზაფხულო სკოლას სტუდენტებისთვის „გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები და საქართველო“. დარგის ექსპერტები სკოლის ფარგლებში განიხილავენ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს, ჩრდილოვანი ანგარიშების წარმოებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. სკოლაში მონაწილეობის მისაღებად წახალისებულნი არიან რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 ივნისის ჩათვლით განმცხადებლის CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვა) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე mabuladze@gyla.ge. მეილის სათაურში მიუთითეთ „საზაფხულო სკოლა“.
კონკურსის ეტაპები და გამარჯვებულთა გამოვლენა:
მონაწილეთა შერჩევა მოხდება საზაფხულო სკოლის შესარჩევი კომისიის მიერ.
პირველი ეტაპი: წარმოდგენილი განაცხადის ფორმალური შესაბამისობის შემოწება კონკურსის მოთხოვნებთან; განაცხადთა შინაარსობრივი შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: საზაფხულო სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის, ინტერესების და მოტივაციის თავსებადობა);
მეორე ეტაპი: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს შესაძლოა მოეთხოვოთ CV-ში მითითებული გამოცდილების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა.
საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2024 წლის 08-12 ივლისს. სკოლის ფარგლებში სრულად იქნება დაფარული საზაფხულო სკოლის ხარჯები. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება და კვება.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: mabuladze@gyla.ge
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge