საია 29 ივნისს განმეორებით კენჭისყრას აკვირდება
ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებით კენჭისყრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება.
ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას აკვირდებიან მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნებზე, დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნებზე, ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანზე, ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანზე, ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნებზე, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანზე, ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანზე, ასევე ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანზე.
საია იმედს გამოთქვამს, რომ კენჭისყრა ჩატარდება მშვიდ გარემოში და ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება ადექვატურად აისახება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
უნდა აღინიშნოს, რომ განმეორებითი კენჭისყრა 14 უბანზე ტარდება, აქედან 6 უბანზე კენჭისყრა ტარდება საიას საჩივრების დაკმაყოფილების შემდეგ.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე 230-61- 63 დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია 21:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23). ხოლო 30 ივნისს 11:00 საათზე საია შეაფასებს ხმის დათვლის პროცესს.
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge