თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების ხელშემწყობი საგრანტო პროგრამა:
პოლიტიკური თანასწორობის კვლევისათვის დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პოლიტიკური თანასწორობის კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავების გზები.
საგრანტო კონკურსი ცხადდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია 2019 წლიდან ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების ადვოკატირებას და მხარდაჭერას. ამის მისაღწევად საიას ინოვაციური იარაღი პოლიტიკური თანასწორობის ინდექსია (Political Equality Index, PEI), რომლის ამოცანა სხვადასხვა, მათ შორის დაუცველი ჯგუფების საარჩევნო-პოლიტიკური თანასწორობის ხარისხის გაზომვა იქნება. ინდექსი აჩვენებს რამდენად მჭიდრო კავშირია პოლიტიკურ პროგრამებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოების საჭიროებებს შორის.
საპროექტო განაცხადი მიზნად ისახავს 2020-2021 წ.წ. არჩევნებისთვის დაუცველი ჯგუფების წევრთათვის საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობების შესწავლისა და პოლიტიკური თანასწორობის საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას.
წარდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. ნათლად უნდა ჩანდეს კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავების გზები;
2. ნათლად ჩანდეს, რომ განმცხადებელ ორგანიზაციას ესმის, რა გარემოში/ვითარებაში მოუწევს პროექტის განხორციელება;
3. საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული;
4. გაანალიზებული იყოს პოტენციური რისკები და მათი შემცირების/პრევენციის მეთოდები.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება და კონკურსს ავტომატურად გამოეთიშება პროექტები, რომლებიც გულისხმობენ:
1. რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან/და ლობირებას;
2. რელიგიურ ღონისძიებებს (თუმცა, შესაძლოა დაფინანსდეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი განაცხადი, რომელიც არ ემსახურება რელიგიურ მიზნებს და საგრანტო პროგრამის მოთხოვნებს);
3. ჰუმანიტარულ საქმიანობას;
4. ტრენინგებს ორგანიზაციულ განვითარებაზე და სხვა;
5. მშენებლობას.
გრანტების გაცემა
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთი პროექტი. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 13,000 აშშ დოლარს. პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე, 2021 წლის 1 აპრილამდე. პროექტი დაიწყება 2020 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2021 წლის 1 აპრილს.
საგრანტო თანხების გამოყენება მხოლოდ პროექტში გაწერილი საქმიანობისთვის არის შესაძლებელი. საია იტოვებს უფლებას, დააფინანსოს ნებისმიერი წარმოდგენილი პროექტი ან არ დააფინანსოს არცერთი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები და დაფინანსების პრიორიტეტები
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან/და რამდენიმეს ერთად, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
1. საქმიანობენ საქართველოში, ამასთანავე კარგად იცნობენ საპროექტო თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებს;
2. აქვთ მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
ჰქონდეთ გამჭვირვალე საბუღალტრო სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან;
1. არ აქვთ დავალიანება. ნებისმიერი ვალი სახელმწიფოს ან სხვა პირის წინაშე უნდა იყოს ჩამოწერილი/ანაზღაურებული, ან ვალის დაფარვა უნდა მოხდეს საიას გრანტის პირველი ტრანშის მიღებამდე;
2. კვლევაზე მომუშავე პირების კომპეტენცია შეესაბამება განსახორციელებელი პროექტის სირთულეს.
პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არ აქვთ უფლება, იყვნენ პროექტის დირექტორები, ან/და პროექტიდან მიიღონ ანაზღაურება.
ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, ქვე-გრანტიორმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და პროექტის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს.
საგრანტო განაცხადების წარდგენის პროცედურები
საგრანტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ნაბეჭდი სახით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში წარმოდგენით.
საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. საგრანტო განაცხადი - შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის ბიუჯეტი (თანდართული ფორმატის მიხედვით);
2. ორგანიზაციის წლიური ანგარიში (ფინანსური და ტექნიკური) - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან/და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციების თანხმობის წერილები;
4. ორგანიზაციის უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან http://www.reestri.gov.ge/);
5. ორგანიზაციის უახლესი შედარების აქტის ასლი (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან www.rs.ge);
6. ორგანიზაციის შიდა რეგულაციები;
7. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს რამდენიმე ორგანიზაცია ერთად წარმოადგენს, თანდართული დოკუმენტებიც ყველა ორგანიზაციაზე უნდა იყოს წარმოდგენილი.
პლაგიატის შემთხვევაში ორგანიზაცია ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
წარმოდგენილი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
1. პროექტის აღწერა (35%)
2. გუნდი (30%)
3. ხარჯების გონივრულობა (25%)
4. მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (10%)
წარმოდგენილ საგრანტო განაცხადებს საია გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ან/და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში.
საგრანტო პროგრამის ვადები
კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება |
11 აგვისტო, 2020 |
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა |
14 აგვისტო, 2020 |
საიას მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის ბოლო ვადა |
17 აგვისტო, 2020 |
საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა |
14 სექტემბერი 2020, 18:00 სთ |
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების თარიღები შეიძლება შეიცვალოს |
|
|
საკონტაქტო ინფორმაცია
სააპლიკაციო ფორმა: სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია www.jobs.ge-დან, ასევე საიას ვებგვერდიდან www.gyla.ge ან გამოაგზავნოთ მოთხოვნა, ელ. ფოსტის მისამართზე: gyla@gyla.ge
საიას თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების ხელშემწყობ საგრანტო პროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგეტო (USAID).
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge