საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ (USAID) პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში, იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, შშმ პირების პოლიტიკურ/საარჩევნო უფლებების რეალიზების შესწავლის მიზნით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ - ძირითადი ამოცანებია:
- ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგელობის ზომების გამოყენებისას პოლიტიკურად აქტიური პირების წინააღმდეგ;
- საარჩევნო დავების მიზნებისათვის ხელმისაწვდომი სამართლიანი სასამართლოსა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;
- საარჩევნო დავებზე სტრატეგიული სამართალწარმოება და საქმეებზე დაკვირვება;
- ინკლუზიური, კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
პროექტი ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია.
საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიური, კონკურენტული გარემოს შექმნას 2016 -2018 წ.წ. არჩევნების განმავლობაში, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის მიზნით.
პროექტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) შშმ პირთა პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების მხრივ საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და მისი შესაბამისობა კონვენციებთან/საერთაშორისო სტანდარტებთან;
ბ) საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, შშმ პირთა საარჩევნო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით;
გ) ხარვეზები და გამოწვევები, რაც პრაქტიკაში თან სდევს შშმ პირთა ჩართულობას საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების განხორციელების დროს.
საპროექტო განაცხადი მიზნად ისახავს:
- შშმ პირთა პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობას;
- არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების გაზრდას;
- საარჩევნო პროცესებისა და ამ პროცესებში არსებული კანონმდებლობის ანალიზი და საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- საარჩევნო პროცესის სამართლიანად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის საჭირო სხვა ნაბიჯების გადადგომას.
წარდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- ნათლად იყოს დასაბუთებული პროექტში დასმული საკითხის/პრობლემის აქტუალობა;
- ნათლად ჩანდეს, რომ განმცხადებელ ორგანიზაციას ესმის, რა გარემოში/ვითარებაში მოუწევს პროექტის განხორციელება;
- საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული;
- პროექტის მიზნების მისაღწევად ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორს, ხელისუფლებას, მედიას, ბიზნესს, მოქალაქეებს და/ან სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას;
- გაანალიზებული იყოს პოტენციური რისკები და მათი შემცირების/პრევენციის გზები.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება და კონკურსს ავტომატურად გამოეთიშება პროექტები, რომლებიც გულისხმობენ:
- რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან/და ლობირებას;
- რელიგიურ ღონისძიებებს (თუმცა, შესაძლოა დაფინანსდეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი განაცხადი, რომელიც არ ემსახურება რელიგიურ მიზნებს და შეესაბამება მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის მოთხოვნებს);
- ჰუმანიტარულ საქმიანობას;
- მეცნიერულ კვლევას;
- ტრენინგს ორგანიზაციულ განვითარებაზე ან/და დაფინანსების ახალი წყაროების განსაზღვრაზე (ე.წ. ფანდრაიზინგზე);
- ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ სამოგზაურო გრანტებს;
- კომერციული დანიშნულების კაპიტალურ მშენებლობას.
გრანტების გაცემა
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთი პროექტი. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15,000 აშშ დოლარს, ხოლო ხანგრძლივობა გათვალისწინებულია ეტაპობრივად 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის და მოიცავს, როგორც საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდის პრაქტიკის ანალიზს (იხ. პროექტის განხორციელების განრიგი), რათა სამ წლიან ციკლში გაანალიზდეს, თუ რა გამოწვევებია საქართველოში შშმ პირების პოლიტიკური/საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით და შემუშავდეს რეკომენდაციები ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით.
საგრანტო თანხების გამოყენება მხოლოდ პროექტში გაწერილი საქმიანობისთვის არის შესაძლებელი. საია იტოვებს უფლებას, დააფინანსოს ნებისმიერი წარმოდგენილი პროექტი ან არ დააფინანსოს არცერთი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები და დაფინანსების პრიორიტეტები
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ან/და რამდენიმეს ერთად, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:
- ჰქონდეთ მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
- ჰქონდეთ გამჭვირვალე საბუღალტრო სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან
- არ ჰქონდეს დავალიანება. ნებისმიერი ვალი სახელმწიფოს ან სხვა პირის წინაშე უნდა იყოს ჩამოწერილი/ანაზღაურებული, ან ვალის დაფარვა უნდა მოხდეს საიას გრანტის პირველი ტრანშის მიღებამდე;
- უნდა ფუნქციონირებდეს როგორც დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია.
საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არ აქვთ უფლება, იყვნენ პროექტის დირექტორები, ან/და პროექტიდან მიიღონ ანაზღაურება.
საგრანტო განაცხადების წარდგენის პროცედურები
საგრანტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ნაბეჭდი სახით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში წარმოდგენით.
საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი მის მიერ უნდა იყოს მომზადებული. პლაგიატის შემთხვევაში ორგანიზაცია ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
წარმოდგენილი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
წარმოდგენილ საგრანტო განაცხადებს საია გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ან/და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში.
საკონტაქტო ინფორმაცია
სააპლიკაციო ფორმა: ფორმა1 ფორმა2
საგრანტო განაცხადების წარდგენა: საგრანტო განაცხადი (სააპლიკაციო ფორმა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტები) წარმოადგინოთ საიას ოფისში, მისამართზე - თბილისი, ჯ. კახიძის ქ. 15, მე-2 სართული. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში წარწერით: “საგრანტო კონკურსი: ინკლუზიური საარჩევნო გარემო”
საიას ინკლუზიური საარჩევნო განვითარების პროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge