საარჩევნო ვებ-პორტალის პრეზენტაცია

 

დღეს, 19 ივლისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთობლივი საარჩევნო ვებ-პორტალის პრეზენტაცია გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალის მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება, ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა და საქართველოს რუკაზე მათი წარმოდგენა. პორტალის მისამართია: www.electionsportal.ge

არჩევნების პორტალი ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას მისცემს ელექტრონულად განათავსონ ინფორმაცია სარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ. ამასთანავე, პორტალთან ერთად ამუშავდება უფასო SMS ნომერი - 2500, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი მობილური ქსელიდან.

 

არჩევნების პორტალის ადმინისტრირებას ახდენს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.“

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge