საარჩევნო აკრედიტაციის წესი - რეკომენდაციები მედიისათვის

მედია მეოთხე ხელისუფლებად და სახელმწიფოს მაკონტროლებელ რგოლად მიიჩნევა. პრესა და ტელევიზია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების უდიდესი ბერკეტია. შესაბამისად, მედიის როლი საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა ფაქტების აღწერისა, კენჭისყრის შედეგების სანდოობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მედიის წარმომადგენლების შეფასება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს. თუმცა აღნიშნული უფლების მოპოვებისათვის სავალდებულოა შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტაციის გავლა.

აკრედიტაციის წესი
ჟურნალისტს უფლება აქვს მოითხოვოს აკრედიტაცია როგორც მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, ასევე რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ კანონით დადგენილი შემდეგი მოთხოვნა:
• რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი (გიზო მჭედლიძე. მისამართი: თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ) ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები;
• მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.


აკრედიტაციის განცხადება


• აკრედიტაციის განცხადება წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

• მიმართვაში კონკრეტულად უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირი მოითხოვს აკრედიტაციას მხოლოდ ერთ საოლქო საარჩევნო ტერიტორიაზე თუ მისი ინტერესია ჰქონდეს საქმიანობის განხორციელების ნებართვა რამოდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

• თუკი განცხადებას წარადგენს მედიაორგანიზაცია, მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის თანამშრომლების სახელები და გვარები, რომლებზეც უნდა გაიცეს აკრედიტაცია. დანართის სახით წარდგენილი უნდა იყოს მითითებული ჟურნალისტების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.


განცხადების შეტანის ვადა

წერილობითი განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა.
• საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2012 წლის 01 ოქტომბერსაა დანიშნული.
• მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მოთხოვნა უნდა წარადგინონ 27 სექტემბრის 18:00 საათამდე.

განცხადების რეგისტრაციის შედეგი

მედიის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა ხდება 1 დღის ვადაში.
• განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს.

• აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადაეცემათ სათანადო მოწმობა.

• აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ასევე 1 დღის ვადაში უნდა მოხდეს სათანადო განკარგულების გადაცემა.

• მნიშვნელოვანია, რომ განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს.


აკრედიტაციაზე უარის გასაჩივრება


პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. 
სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს 2 დღის ვადაში.

დამკვირვებელის პირების ოდენობა
კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.


საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის გამოთქვამს მზადყოფნას გაგიწიოთ სამართლებრივი დახმარება საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის გამოთქვამს მზადყოფნას გაგიწიოთ სამართლებრივი დახმარება ცესკოში რეგისტრაციის საკითხების თაობაზე


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge