2009 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საიას იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ იქნა 19 228 იურიდიული კონსულტაცია (მათ შორის 12 064 პირადი და 7 164 სატელეფონო). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ცენტრის ადვოკატებმა და კონსულტანტებმა 718 სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტი შეუდგინეს მოქალაქეებს.
სასჯელაღსრულების დაწესებულელებიდან მომართვების საფუძველზე ადვოკატები 119 პატიმარს შეხვდნენ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს, ხოლო 19 პატიმარს სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტი – საკასაციო თუ სააპელაციო საჩივარები, განცხადება შეწყალების თაობაზე და ა.შ. მოუმზადდა.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საიას თბილისის ოფისმა 20 სამოქალაქო, 58 ადმინისტრაციული და 80 სისხლის სამართლის საქმე აწარმოა. ამ ეტაპზე თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრის წარმოებაში 14 სამოქალაქო, 40 ადმინისტრაციული და 53 სისხლის სამართლის საქმეა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge