საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 18 აპრილს სასტუმრო თორში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის თემა იყო: “პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდების ლიკვიდაციის კანონდარღვევები”.
პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძემ და პროექტის "პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში" დირექტორმა ნიკა გეგეშიძემ იმ კანონდარღვევებზე ისაუბრეს, რომლებსაც პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდების ლიკვიდაციის დროს ჰქონდა ადგილი.
პრესკონფერენციაზე საუბარი იყო საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია საერთოდ აღარ იტოვებს საიას წერილებს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით. საჯარო ინფორმაციას არ გასცემს არც იმერეთის რეგიონის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ პრესრელიზში
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge