როგორ დაეხმარა სასამართლო “მრეწველებს” “თავისუფალი დემოკრატებისათვის” საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლების წართმევაში

როგორ დაეხმარა სასამართლო მრეწველებს თავისუფალი დემოკრატებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლების წართმევაში

26 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე განკარგულების ბათილობას ვითხოვდით და ამით თქვა, რომ:

ანუ არც მეტი, არც ნაკლები,  საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის ,,მრეწველებმა" მიიღეს დაფინანსება  300 000 ათასი ლარი, როდესაც საარჩევნო ბლოკმა „თოფაძე - მრეწველები, ჩვენმა სამშობლომ“  პროპორციული წესით 13 788 ხმა ანუ 0,78 % -იანი ამომრჩეველთა მხარდაჭერა მიიღო. ესეც არ არის საკმარისი, „მრეწველებს“ უფლება აქვს აირჩიოს და შეკრიბოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული დაფინანსება და ამ ყველაფერთან ერთად წაართვას საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრის ყოლის უფლება პარტიას - „თავისუფალ დემოკრატებს“, რომელმაც  იმავე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 81 464 ხმა ანუ 4.63 % მხარდაჭერა მიიღო, თუმცა ვერ მოახერხა ერთი მაჟორიტარი მაინც გაეყვანა პარლამენტში, რომელსაც ფრაქციას შეუქმნიდა.

მოდით ამ ყველაფერს ნათელი მოვფინოთ და ეს რთული ამბავი ცოტა მარტივად აღვწეროთ.

ყველაფერი კი თავიდან ასე დაიწყო:

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა.

18 ნოემბერს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც სიტყვით ცესკოს თავმჯდომარე გამოვიდა და არჩევნების შედეგები წარადგინა. თუმცა, მანამდე 17 ნოემბერს წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსების ოდენობის დადგენის მიზნით პარტიების მიერ საპარლამენტო ფრაქციების შექმნის შესახებ ინფორმაცია მოთხოვა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილიდან ჩვენთვის საინტერესოა ფრაქცია: „ქართული ოცნება - მრეწველები“, რომლის შემადგენლობაში გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკის „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ მიერ წადგენილი მაჟორიტარი კანდიდატი (როგორც ზემოთ აღვნიშნე, საარჩევნო კანდიდატად რეგიისტრაციით - უპარტიო, თუმცა მოგვიანებით შემაჯამებელ ოქმში მრეწველების პარტიის წევრი)  და 5 ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი (აქედან  1 ქართული ოცნების პარტიის წევრი, ხოლო 4 უპარტიო). აქვე, საკამათო ნამდვილად არ არის ის გარემოება, რომ სხვადასხვა პარტიის პარტიულ თუ უპარტიო მაჟორიტარ დეპუტატს აქვს უფლება შექმნას საპარლამენტო ფრაქცია. აქ მთავარია ის თუ ვინ მიიღებს საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის ფინანსურ დანამატს და როგორ.

თუ გავიხსენებთ კანონმდებლის მიზანს, რომელმაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში პოლიტიკური პარტიებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოსაყოფი თანხის გაცემის წესი განსაზღვრა, ის სწორედ პარტიების საქმინობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას ემსახურება... მაგრამ ნაკლებად გვადარდებს მიზანი, ჯანსაღი გარემო, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფინანსები, პროცედურული დემოკრატია და რაც მთავარია ამომრჩეველთა ნება, დიახ სწორედ ის ნება, რომელმაც არჩევანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დააფიქსირა... მთავარია მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში გაიყვანო მაჟორიტარი და ბინგო!!!

 

ირმა პავლიაშვილი საიას იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge