რეკომენდაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით

მიგვაჩნია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში პრიორიტეტულ საკითხს  არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში, დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირებას და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.

 

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შევიმუშავეთ რეკომენდაციები და მოვუწოდებთ ხელისუფლებას უმოკლეს ვადებში დაიწყოს რეგიონალურ პროპორციული სისტემის განხილვა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ამ სისტემის განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით არის, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია 2014 წლის 1 ოქტომბერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში. 

 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საარჩევნო სისტემა წარმოადგენს ფართო საზოგადოების ინტერესის და დისკუსიის საგანს. შესაბამისად, მივესალმებით მოცემული საკითხის ირგვლივ ფართო მასშტაბურ განხილვებს და მზადყოფნას გამოვთქვამთ, მონაწილეობა მივიღოთ მოცემული და ასევე, სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სისტემების განხილვაში. ამასთან, მოხარული ვიქნებით, თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შემოუერთდებიან საარჩევნო სისტემის შესახებ რეკომენდაციებს.

 

რეკომენდაცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იხილეთ აქ 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge