ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი Facebook-ს

მარკ ზაკერბერგს, „ფეისბუქის“ დამფუძნებელს და CEO-ს,

ნიკ კლეგს, „ფეისბუქის“ გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს  

29 ივნისი, 2020

ჩვენ – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობებზე, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში, „ფეისბუქზე“ გაჩაღებული იყო ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის კამპანია ანონიმური გვერდების მიერ დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით, რომლის მიზანიც, ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა და ნეგატიური კამპანიის ფონზე საარჩევნო პროცესის რადიკალიზაცია იყო. ამგვარი მეთოდები გამოიყენებოდა გასულ წელსაც ყველა პოლიტიკურად გარდამტეხ მომენტში. 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის აპრილში „ფეისბუქის“ მიერ საქართველოში კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში მხილებული ანგარიშების წაშლამ მათი უმეტესობის მმართველ პარტიასთან კავშირი გამოავლინა, ხოლო ნაწილს კავშირები ოპოზიციასთან ჰქონდა. ამით დადასტურდა, რომ „ფეისბუქზე“ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობებს გარე მტრული აქტორების გარდა, ასევე ქვეყნის შიდა აქტორების მხრიდანაც აქვს ადგილი. ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის ისტორიას თან სდევს ფიზიკური გადარჩენისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა და რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების მოგერიება. რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს, რაშიც დახვეწილ საინფორმაციო ოპერაციებსა და დეზინფორმაცის გავრცელებას იარაღად იყენებს. „ფეისბუქის“ მიერ არაავთენტური ანგარიშების წაშლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო სივრცის განტვირთვაში თუმცა ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი ჰქონდა. მსგავსი არაავთენტური გვერდები კვლავ იქმნება და ახალი ტაქტიკების გამოყენებით ცდილობენ თავიდან აიცილონ „ფეისბუქის“ სამომავლო სანქციები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია „ფეისბუქზე“ ძალებს კვლავ იკრებს, ხოლო „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების გაუმჭვირვალობის პირობებში, მავნე აქტორები ახერხებენ გვერდი აუარონ პოლიტიკური ხარჯების დეკლარირებისთვის საქართველოს კანონმდებლობის დადგენილ ვალდებულებებს.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. „ფეისბუქს” აქვს შანსი მტკიცე ქმედებებით და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის „ფეისბუქის“ ხელთ არსებული მექანიზმები.  

ჩვენ გთხოვთ აქტიურ ქმედებებს რაც გულისხმობს შემდეგს:

როგორც თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, თქვენ გჯერათ, რომ დემოკრატიის პირობებში, მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს და მოისმინოს რას ამბობენ პოლიტიკოსები და ამის საფუძველზე თავად გააკეთონ დასკვნები. თუმცა, საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები - ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება.

იმედი გვაქვს, „ფეისბუქის“ მხრიდან დროული რეაგირება და ამ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ქართული დემოკრატიისა და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების დაცვას ქვეყნის შიგნით თუ გარედან მომდინარე გამოწვევებისგან.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

მოძრაობა „სირცხვილია“

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ონლაინგამოცემა პუბლიკა - publika.ge

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი

მწვანე ალტერნატივა

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

ტელეკომპანია ფორმულა

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ტაბულა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

საქართველოს გაეროს ასოციაცია

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მთავარი არხი

კავშირი საფარი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ევროპის ფონდი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - საქართველო

მედიასაშუალება ინდიგო

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

ცენტრი „ემპათია“

საზოგადოება და ბანკები

ლიბერალური აკადემია - თბილისი

ონლაინ გამოცემა On.ge

ტელეკომპანია პირველი

ტელეკომპანია კავკასია

სტუდია მონიტორი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

„ინტერნიუსი - საქართველო“

თბილისი პრაიდი

საქართველოს მომავლის აკადემია

ფორსეტი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრი (EMC)

ოუ-სი მედია

IWPR საქართველო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინტერნეტ მონიტორინგი დემოკრატიული სამოქალაქო აქტივობისთვის (IMDCA)


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge