ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირების შესახებ – “არა ფობიას!” წევრების განცხადება

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და ფემიციდის ფაქტების შემაშფოთებელი ტენდენცია როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ინსტიტუტების და მთელი საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

საქართველოს მთავრობას და ოჯახური ძალადობის უწყებათაშორის კომისიას:

ბოლო წლებში ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი საკანონმდებლო ნორმა და პოლიტიკის განმსაზღვრელი სამოქმედო დოკუმენტი შეიმუშავა. მისასალმებელია ისიც, რომ საქართველო ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატებს შეუერთდა, როგორიცაა სტამბოლის კონვენცია და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, რაც ადგილობრივი კანონმდებლობის და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ პრობლემა არის არა იმდენად ნორმატიული დებულებების არარსებობაში, არამედ მათ ეფექტიან განხორციელებაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მთავრობასთან არსებულ ოჯახური ძალადობის უწყებათაშორის კომისიას:

პოლიტიკურ პარტიებს:

 რელიგიურ ორგანიზაციებს:

მედია საშუალებებს:

 

 

მედიის განვითარების ფონდი, MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

იდენტობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

საფარი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS

უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ECMI

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge