ახლად მიღებულ კანონზე ხელმოწერით ქვეყნის მეთაური მას საბოლოო და ფორმალურ ლეგიტიმურობას აძლევს. ვეტო კი არის კონსტიტუციური მექანიზმი, რომლის შედეგი საკანონმდებლო აქტის ამოქმედების დაყოვნება ან სულაც მისი მაკულატურად ქცევაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტს შეუძლია ვეტოს გადალახვა და ამით თავისი გადაწყვეტილების დაცვა.
ვეტოს უფლებამოსილება, ზოგადად, დიდ ძალაუფლებას და პასუხისმგებლობას აქცევს ერთი პირის ხელში. შესაძლებლობა, იმოქმედოს ცალმხრივად, მნიშვნელოვნად აფართოებს პრეზიდენტის გავლენას საჯარო პოლიტიკაზე. ამ პროცესში ჩნდება კითხვებიც და პროტესტიც: რატომ უნდა გადააჭარბოს ერთი ადამიანის პოზიციამ მთელი საკანონმდებლო კოლეგიის გადაწყვეტილებას, რა შეიძლება იყოს ამის გამართლება, აქვს თუ არა ყველა სახელმწიფოს მეთაურს ერთნაირი წონის ვეტო და შეკავების რა მექანიზმი არსებობს კონსტიტუციურ პრაქტიკაში. ეს დოკუმენტი შეეცდება, უპასუხოს ამ შეკითხვებს, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე.
სრული ვერსია იხილეთ თანდართულ ფაილში
ნინო კაპანაძე, საიას ანალიტიკოსი
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge