ხვალ, 8 ოქტომბერს, 11.00 საათზე შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გასაფერადებელი ზღაპრის წიგნის “სახლი ათასწლეულის ქუჩაზე” პრეზენტაციას გამართავს. აქვე გაიმართება იმ ბავშვთა დაჯილდოება, რომლებმაც ასოციაციაში ათასწლეულის ბარათები გამოაგზავნეს. ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იქნებიან მოწვეული.
შეგახსენებთ, რომ პირველ ივნისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია გამართა სახელწოდებით “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე”. 1000 ათასწლეულის ბარათი 1000 საჰაერო ბურთან ერთად ჰაერში აფრინდა. მას შემდეგ, რაც საჰაერო ბურთები ჰაერში გასკდნენ, ათასწლეულის ბარათები დედამიწაზე დაეცნენ. ასოციაცია იმ 39 ბავშვს დააჯილდოებს, რომლებმაც ბარათები იპოვეს და გამოგვიგზავნეს. საჩუქარს მიიღებს პრეზენტაციაზე მოსული ყველა ადამიანი.
ჩვენს ვებგვერდზე თქვენ იხილავთ ბავშვის წერილს, რომელიც ბაღდათის რაიონიდან მივიღეთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
თორნიკე გურული 893 28 13 27
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge