21 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე, სახელწოდებით Georgian Ultras, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის ქუჩებში მშვიდობიან ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორი ეპიზოდი. ვიდეოს ახლავს აღწერა: "ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ. დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს ''გაწმენდით სამუშაოებს''. თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქების და არაბების მიმართ."
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული იყო განსხვავებული ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების მიმართ სიძულვილის შემცველი სხვა ვიდეო, ფოტო მასალა და სიმბოლიკა. აღნიშნული ფეისბუქ გვერდი ამჟამად აღარ არის ხელმისაწვდომი, თუმცა, მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს ძალადობის ამსახველი მასალის შენახვა. გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის, ფოტოებისა და ტექსტების ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული ჯგუფი კარგად არის ორგანიზებული და სოციალური ქსელების გამოყენებით ეწევა ქსენოფობიური იდეების პროპაგანდას; ამასთან, ფიზიკურად ძალადობს განსხვავებული რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) ოფიციალური ინფორმაციით, "ბერგმანის" ვიდეოს პირველ ეპიზოდში ასახული პირის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ შსს-მ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა ძალადობრივი ფაქტის დროული იდენტიფიცირება და გამოძიების დაწყება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, სამინისტრომ ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს და გაითვალისწინოს საქმეში მკვეთრად გამოხატული რასობრივი და ეთნიკური სიძულვილის მოტივი. ამ მიმართულებით, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ.
ქსენოფობია და რასიზმი, მით უფრო, მათი ექსტრემისტული გამოვლინებები, საფრთხეს უქმნის თითოეულ ადამიანს, განსხვავებული ჯგუფების მშვიდობიან თანაარსებობასა და ქვეყნის პოზიტიურ აღქმას საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთ დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება; მათი მხრიდან საკითხის მნიშვნელობისა
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge