საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტი “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”, რომელიც ხორციელდება ა.შ.შ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით აწყობს პლაკატების კონკურსს თემაზე “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”.
ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ამობეჭდილი ფორმატით – არანაკლებ A4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული სახით (PDF ფაილად).
5 გამარჯვებული ნამუშევარი დაჯილდოვდება!
გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
გამარჯვებული პლაკატების საკუთრებისა და არაკომერციული დანიშნულებით გამოყენების უფლება გადაეცემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილის 18.00 საათი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ დანართში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge