პასუხები საიას მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე

1. სააპლიკაციო ფორმის 2.3 მუხლში საჭიროა მიეთითოს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ, ბოლო სამ წელში, განხორციელებული 5 ყველაზე წარმატებული პროექტის შესახებ - ეს ხომ არ ნიშნავს, რომ აღნიშნული საგრანტო კონკურსი არ არის ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის?

პასუხი: 

არა, საგრანტო კონკურსი განკუთვნილია როგორც ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისე შედარებით გამოცდილთათვის. 

2. გვაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ორგანიზაციული საქმიანობის ხანგრძლივობა აპლიკანტის შეფასებისას?

პასუხი: საგრანტო კონკურსი განკუთვნილია მათ შორის, ახალგაზრდა ორგანიზაციებისთვის. ამიტომ, თუ ორგანიზაციას არ აქვს დიდი გამოცდილება, მან შესაძლოა დაასაბუთოს, რომ შეძლებს პროექტის წარმატებით განხორციელებას, სხვა, ალტერნატიული გზით (კარგად გაწერილი სამოქმედო გეგმა, თანამშრომლების CV-ები, ან სხვა)

3. რომელი კონვენციების მონიტორინგი შედის საგრანტო პროგრამაში?

პასუხი: უპირატესობა ენიჭება გაეროსა (UN) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებს, რომლებიც ეხება დისკრიმინაციის აღმოფხვრას, განსაკუთრებით შრომის უფლების ნაწილში

4. რა პერიოდში უნდა დასრულდეს პროექტის განხორციელება?

პასუხი: პროექტების განხორციელების საშუალო ვადა: 6–8 თვე

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge