საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც პროკურატურა მისი ყოფილი ქმრის მიმართ ძალადობას და მეზობლის ცემას ედავებოდა. ბრალდების თანახმად, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 125 მუხლით (2016 წლამდე მოქმედი რედაქცია), რაც ოჯახში ძალადობას და ცემას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ყოფილი ქმარი სისტემატიურად ძალადობდა ბრალდებულზე და საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ სხვადასხვა დროს არაერთხელ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი. ყოფილი ქმრის მიმართ ასევე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი ოჯახში ძალადობის საქმეზე.
პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა არცერთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატების არგუმენტები და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge