საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა ჩატარდება რამდენიმე ნაკადად.
წერითი გამოცდა გაიმართება 27 და 28 ოქტომბერს (სფეროების მიხედვით გამოცდის დროები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში), დისტანციურ რეჟიმში პროგრამა „Zoom”-ის მეშვეობით (პროგრამაში შემოსასვლელად საჭირო ინფორმაცია მონაწილეებს ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნებათ). შესაბამისად, გთხოვთ, წერით გამოცდამდე უზრუნველყოთ აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა. გამოცდის თარიღთან დაკავშირებით მონაწილეებთან დამატებით დაკავშირება არ მოხდება.
იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული გაქვთ სისხლის სამართალი, წერით ეტაპზე იქონიეთ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის შემთხვევაში - სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (ნორმატიული მასალის გამოყენება შესაძელებელია ელექტრონულადაც).
წერითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები სრულყოფილად გაქვთ გამოგზავნილი და ამის მიუხედავად, წერით ეტაპზე გადასულ მონაწილეთა სიაში არ ხართ ან სიაში ადგილი აქვს რაიმე ხარვეზს, შეგიძლიათ გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: loladze@gyla.ge
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge