ნაფიცმა მსაჯულებმა მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანეს

28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანას 12-დან 8 ნაფიც მსაჯულმა დაუჭირა მხარი. ამავე სხდომაზე სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდების საკითხზე და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა ფაქტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2022 წლის 24 იანვარს გავრცელდა მედიასაშუალებებში. გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით, მეტროპოლიტენისსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებას. საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, ერთ-ერთი პოლიციელის ქმედება შეფასდა, როგორც არაადამიანური მოპყრობა.

დაზარალებულის ინტერესებს საია იცავდა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge