მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებებით საგანგებო მდგომარეობის დროს აღსრულების წესის განსაზღვრა იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია გახდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N181 დადგენილებაში 2020 წლის 30 მარტს შევიდა მთელი რიგი ცვლილებები.

განხორციელებული ცვლილებით, დადგენილებაში ვეღარ ვხვდებით მე-12 მუხლს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში აღსრულების ეროვნულ ბიუროს უზღუდავდა ისეთი უფლებამოსილებების განხორციელებას, როგორიც იყო პირთა გამოსახლება მფლობელობაში არსებული ბინიდან/საცხოვრისიდან, ასევე ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან თანხების ჩამოჭრას, შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებებს და სხვას.

ამავე დადგენილების მე-11 მუხლში შესული ცვლილებით, იუსტიციის მინისტრს მიენიჭა არაერთი უფლებამოსილება, მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის საქმიანობის განსხვავებული წესის განსაზღვრის შესაძლებლობა. 

საია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად მოხდეს შესაბამისი აქტ(ებ)ის მიღება, რომლითაც გამოირიცხება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, პირების საცხოვრებლის ან/და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის შესაძლებლობა. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge