მომავალი სიღარიბის გარეშე” წევრ ორგანიზაციათა შეხვედრა

სასტუმრო შერატონ პალასში სამოქალაქო ალიანსი “მომავალი სიღარიბის გარეშე” წევრ ორგანიზაციათა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ, ველფეარ ფაუნდეიშენმა კონფერენციის მონაწილეებს 2005 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს, რის შემდეგაც განხილულ იქნა ალიანსის 2006 წლის სამოქმედო გეგმა. კონფერენციის მონაწილეებმა მოსაზრებები გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უფრო ქმედითი გახდეს ალიანსის საქმიანობა. მათ მომავალში ალიანსის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში უფრო აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოხატეს.  

ალიანსი “მომავალი სიღარიბის გარეშე” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების – ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, ველფეარ ფაუნდეიშენისა და OXFAM საქართველოს ინიციატივით ჩამოყალიბდა. იგი სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო მოძრაობის “გლობალური მოწოდება ქმედებისაკენ სიღარიბის დასაძლევად” (GCAP) ნაწილია, რომელიც უკვე ერთი წელია ფონდ NOVIB-ისა და საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის მხარდაჭერით განხორციელებული საქმიანობით – საზოგადოების ინფორმირებით, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებებით - ცდილობს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას. ალიანსის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებგვერდს www.whiteband.ge

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge