მოითხოვე ცვლილებები-საია ახალ პროექტს - „I-change პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების და განათლების კამპანიას“ იწყებს

პროექტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ახალი პეტიციების პორტალი - http://ichange.gov.ge, რომლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ წარადგინონ პეტიცია საქართველოს მთავრობის სახელზე და მოითხოვონ ცვლილებები.  

მოქალაქეს უფლება ექნება ონლაინ პეტიციის საშუალებით, მოითხოვოს რეაგირება მთავრობისგან, იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აწუხებთ და რომლის გადაჭრა მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება. პეტიციაში დაყენებულ საკითხს, მთავრობა განიხილავს, თუ ის ერთ თვეში 10 000 ხელმოწერას დააგროვებს.

პროექტის ფარგლებში საზოგადოება გაეცნობა პორტალის მოხმარების წესებს და პირობებს. საია უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსულტაციას და მათთან შეხვედრებს.

პორტალის მომხმარებლის სახელმძღვანელო, პრომო ვიდეო, ვიდეო სახელმძღვანელო, სტენსილები, პოსტერები, პოდკასტები - ეს ვიზუალური მასალის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საია, AGC და ACT-სთან (ქვეკონტრაქტორებთან) ერთად შექმნის და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაავრცელებს.

პროექტი ხორციელდება აჭარის, გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში. საიას რეგიონული ოფისები აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროექტის განხორცილებაში.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ და 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge