მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი გამოწვევები უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის(UPR) მესამე ციკლიდან

მართლმსაჯულების რეფორმის ტალღები ერთმანეთს ენაცვლება, თუმცა ის, რაც ტალღებმა უნდაშეცვალოს - კლანური მმართველობა - კვლავ მყარია. მოსამართლეთა ჯგუფის გავლენებზე უკვეარა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საუბრობენ.[1] ამ პირობებში,ადვოკატირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება ხდება. ერთ-ერთი ასეთი კი გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვაა (UPR).

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებულიუნივერსალური პერიოდული მიმოხილვა უნიკალური და ახალი[2] მექანიზმია. ის გულისხმობს ხუთწელიწადში ერთხელ წევრი ქვეყნების მიერ თითოეულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებებისმდგომარეობის შესწავლას და ერთმანეთისთვის რეკომენდაციების შემუშავებას. UPR-სგანსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ისიც, რომ ის არის უფლებათა დაცვის პირველი მექანიზმი,რომელმაც გაეროს წევრი სახელმწიფოების 100%-იანი მონაწილეობა უზრუნველყო.

პრინციპი ასეთია: სახელმწიფო წარადგენს ანგარიშს, თუ როგორ ასრულებს თავისვალდებულებებსა და რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.პარალელურად, ანგარიშებს წარადგენენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისოფისი,[3] არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.[4] სწორედ ამინფორმაციათა ერთობლიობის საფუძველზე გაიცემა რეკომენდაციები.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში საიამ სოციალურისამართლიანობის ცენტრთან ერთად მოამზადა ჩრდილოვანი ანგარიში მართლმსაჯულებისსისტემის შესახებ.[5] დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად წინა ციკლში საქართველოს მიერაღიარებული რეკომენდაციების ფორმალურად შესრულებისა, ეს ინსტიტუტი დღემდე პოლიტიკური და კლანური ინტერესების გავლენას განიცდის. მოსამართლეთა ერთ ჯგუფს გააჩნია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ბერკეტები[6] და ამას სასამართლო სისტემის შიგნით საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს.

მართლმსაჯულების სისტემა იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ჟენევაში 26 იანვარს გამართულ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 37-ე სესიაზეც.[7] ჯამში გაცემული 285 რეკომენდაციიდან 19 სწორედ მართლმსაჯულების სისტემას ეხებოდა, მათ შორის, ინსტიტუციურ დონეზე.[8] რეკომენდაციები ძირითადად ეხმიანებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის განმტკიცებას, მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციის აუცილებლობას, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების წესის გადახედვას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების დეკონცენტრაციას და ა.შ.

ყველაზე საგულისხმო იყო სესიაზე კლანური მმართველობის ხსენება. ამერიკის შეერთებული შტატების რეკომენდაციის შესაბამისად, „მნიშვნელოვანია კლანის სახელით ცნობილი გავლენიანი ჯგუფის მიერ არაფორმალური მმართველობის პრევენცია მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაციისა და მოსამართლეთა დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის გზით. საქართველომ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას მოსამართლეების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერებით.” ამ პლატფორმაზე კლანური მმართველობის აღიარება კიდევ ერთი სერიოზული საფუძველია მასშტაბური ცვლილებების განხორციელებისთვის.

შემდეგი ეტაპი ადამიანის უფლებათა საბჭოს რიგით 47-ე სესიაზე იწყება რომელიც ივნისი-ივლისში გაიმართება.[9] სესიაზე სახელმწიფომ უნდა განაცხადოს თუ რომელი რეკომენდაციის შესრულების ვალდებულებას იღებს. საქართველომ წინა ციკლის ფარგელებში რეკომენდაციების ძირითად ნაწილს დაუჭრა მხარი,[10] თუმცა, რიგ შემთხვევებში ეს მხოლოდ ფორმალური მხარდაჭერაა.

საქართველომ, ცხადია, უნდა მიიღოს რეკომენდაციები სასამართლოსთან დაკავშირებით, თუმცა, ამჯერად მაინც, იმ განცდით, რომ ეს მხოლოდ დიპლომატიურად სწორი ჟესტი კი არა, პასუხისმგებლობაა, რომ 5 წელიწადში მათ შეასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, UPR-ისმეოთხე ციკლი ქვეყნისთვის ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც მესამე იყო: კვაზი რეფორმები, კლანური მმართველობა, საზოგადოების უნდობლობა.

 

თამარ ხუხია საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 


 

[1] მაგ. სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში, რომლის დიდი ნაწილი ეთმობა მართლმსაჯულების სისტემის პრობლემების, მათ შორის, კლანური მმართველობის მიმოხილვას, იხ. 2 020 Country Reports on Human Rights Practices: Georgia, US DEPARTMENT of STATE-ის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cPejEq, განახლებულია: 01.04.2021.

[2] UPR შეიქმნა 2007 წლის 18 ივნისს, HRC–ის (A/HRC/RES/5/10) რეზოლუციით, პირველი სესია კი 2008 წლის აპრილში გაიმართა, იხ. A brief history, UPR infos ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3fRhhdx, განახლებულია: 01.04.2021.

[3] What is the review based on? UPR infos ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3umybVo, განახლებულია: 01.04.2021.

[4] იქვე.

[5] საიამ და EMC-მ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ორი ანგარიში წარადგინეს, საიას ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3fENuEM, განახლებულია: 01.04.2021.

[6] Abashidze A., Arganashvili A., Beraia G., Verdzeuli S., Kukava K., Shermadini O., Tsimakuridze E.,The Judicial System Past Reforms And Future Perpectives, Coalition for an Independent and Transparent Judiciary, Tbilisi 2017, გვ. 12, კოალიციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/3b468A4, განახლებულია: 21.03.2020.

[7] UN Web TV The United Nations Live & On Demand, Georgia Review - 37th Session of Universal Periodic Review, UN Web TV-ის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3dySFDd, განახლებულია: 02.04.2021.

[8] რეკომენდაციები გასცეს შემდეგმა ქვეყნებმა: ფინეთი, ბელგია, ბრაზილია, ნორვეგია, იტალია, საფრანგეთი, კანადა, ირლანდია, ლიტვა, ნიდერლანდები, პერუ, შრი-ლანკა, ბაჰამის კუნძულები, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრია, ჩეხეთი, ტიმორი-ლესტე, ლიბია, რუსეთი.

[9] Unated nations, HUMAN RIGHTS COUNCIL, Sessions, 47th Regular Session, HRC-ის ვებგვერდი,ვხელმისაწვდომია:https://bit.ly/2PXN2X5, განახლებულია: 02.04.2021.

[10] წინა ციკლის დროს 203 რეკომენდაციიდან, სახელმწიფომ 191 გაიზიარა, იხ: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შემაჯამებელი ანგარიში დამტკიცდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sNpzXr, განახლებულია: 02.04.2020.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge