დღეს, 1 მაისს, 12:00 საათზე საქართევლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ, 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან განხორციელებულ სპეც-ოპერაციაში დაღუპულ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებთან და ადვოკატებთან ერთად ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.
გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა, რომ 20 აპრილს შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თბილისის პროკურატურამ აღძრა კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა მიმართ. ოფიციალურ მიზეზად დანაშაულის ნიშნების არარსებობა დასახელდა. მიუხედავად იმის, რომ საქმე ზუსტად 11 დღის წინ შეწყდა, დაზარელებულის ადვიკატებსა და ოჯახის წევრებს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ არ მისვლიათ.
ხოლო, ამ დილით კი ცნობილი ხდება, რომ გამოძიებამ დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის ოაჯახს დაზარალებულის სტატუსი მოუხსნა, რაც ადვოკატებს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოში გასაჩივრების უფლებას აღარ უტოვებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზემოაღნიშნული დადგენილების ევროპის ადამიანის უფლებათა (სტრასბურგის) სასამართლოში გაასაჩივრებს. საია მიიჩნევს, რომ ქალაქის პროკურატურის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოძიების ტენდენციურობას..
ზუსტად ერთი წლის წინ, 2006 წლის 2 მაისს "დინამოს" კორტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.
მიუხედავად ამისა, გამოძიება არაეფეტურად მიმდინარეობს და დღემდე არ დაწყებულა სისხლისამართლებრივი დევნა შსს-ს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აღნიშნულ სპეცოპერაციაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოძიებას საკუთარი ინიციატივით არ დაუკითხავს ის თვითმხილველები, რომლებიც უშუალიდ შეესწრნენ სპეცოპერაციას.
ამასთან, დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ მსაზე სხვადასხვა ხერხით ზეწოლა ხორციელდება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge