კონკურსი ვიდეორგოლების მომზადებაზე

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/საია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, აცხადებს კონკურსს თანამემამულეთა გლობალური ქსელის და ონლაინ სკოლის ვიდეო რგოლების მომზადებაზე. კონკურსი ცხადდება პროექტის "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში. თანამემამულეთა გლობალური ქსელის პროექტს ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

თანამემამულეთა გლობალური ქსელის მომხმარებლები იქნებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, დიასპორული ორგანიზაციები, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მოქალაქეები. ქსელი სხვადასხვა მომსახურებას და პროდუქტს შესთავაზებს დარეგისტრირებულ მომხმარებელს. მათ შორის არის ონლაინ სკოლა. 
 
ვიდეო რგოლების მიზანია გლობალური ქსელის ვებპორტალის tanamemamule.ge და ონლაინ სკოლის პოპულარიზაცია. 
 
გამარჯვებულმა კანდიდატმა ორი ვიდეო რგოლი უნდა მოამზადოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული სცენარების მიხედვით. 
 
თითოეული რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სატელევიზიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილ სტანდარტებს (ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 30 წამი). 
 
სამუშაო უნდა შესრულდეს აგვისტოს თვეებში. 
 
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა 2014 წლის 27 ივლისამდე უნდა წარმოადგინონ: 
 
** ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ; 
** შესრულებული სამუშაოს ბმულები.
** თანდართული სცენარის მიხედვით სატელევიზიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე.
 
განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: migration@cipdd.org
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 5 93 362838.
 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 
 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge