კონკურსი ტრენიგნში მონაწილე პირებისთავის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში:  „საქართველოში ტურიზმის განვითარება ტურისტული მომსახურების სრულყოფის საფუძველზე“ მონაწილეობის მისაღებად. 

 
ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში.  პროექტის ერთ-ერთი მიმართულება მიგრაცია და განვითარება გულისხმობს ქართული დიასპორის წევრების როლის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესში და მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
 
ტრენინგს ჩაატარებენ მანანა სამუშია და ვახტანგ მებადური - ქართული დიასპორის წევრები, რომლებსაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აქვთ მიღებული შესაბამისი  გამოცდილება. 
 
ტრენინგ-სემინარზე განხილული იქნება  შემდეგი საკითხები:
 
● საქართველოს, როგორც ტურისტული დესტინაციის იმიჯი გერმანულ ბაზარზე
● სამიზნე ჯგუფები (გერმანელი ვიზიტორი) და მოგზაურობის მოტივაცია
● ტურისტული პროდუქტის სახეები
● მომსახურების სფეროები
● ტურისტული პროდუქტის სრულყოფის თავისებურებები 
● ბიზნეს-კომუნიკაციის კულტურა და ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორები 
● გერმანელი ბიზნეს-პარტნიორი და მასთან თანამშრომლობა 
● ტურისტული ხელშეკრულებითი სამართლის განსაკუთრებული ადგილი სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში და მისი როლი ტურისტული სერვისის გაუმჯობესებაში
● ტურისტული ხელშეკრულების მხარეთა შორის (ტურისტული საწარმო, ტურისტული საწარმოს სერვის-პარტნიორი, ტურ-ოპერატორი, ტურისტი) გამართული სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება და კომპეტენციების/პასუხისმგებლობის გამიჯვნა
● ხელშეკრულების სტანდარტული პირობების (ხსპ) შინაარსის თავისებურებები ტურისტულ ურთიერთობაში 
● ტურისტული მომსახურების პაკეტი და მისი მნიშვნელობა ტურისტული სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებასა და ტურისტულ-სამართლებლივი კონფლიქტის გადაჭრის ჭრილში
 
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 
 
საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ტურიზმის სფეროში  დასაქმებულ  პირებს, რომლებსაც  სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება ტურიზმის სფეროს თანამედროვე სტანდარტებზე 
ზემოაღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების მქონე პირებს 
მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 11 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე migration@cipdd.org უნდა გამოაგზავნონ: 
CV 
სამოტივაციო წერილი (რატომ სურს მონაწილეობის მიღება და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას)
 
პროექტის გუნდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს და გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს მონაწილეებს. 
 
ტრენინგი ჩატარდება 2014 წლის 19-20 აგვისტოს სასტუმრო “როიალ  ბატონში”
ტრენინგის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 
 
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტირების, სასტუმროსა და კვების ხარჯები. ტრენინგის დასრულებისთანავე შეირჩევა საუკეთესო მონაწილე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ჩაატაროს ერთდღიანი ტრენინგი  ტურიზმის თემატიკაზე. აღნიშნულ ტრენინგს ორგანიზებას გაუწევენ საიასა და კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლის  ჩატარებისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი.
 
ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე. 
 
საკონტაქტო პირები:
თინათინ ტყეშელაშვილი; მობ.: 593362838,
მერაბ ცინდელიანი; მობ.: 577 506436
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge