კონკურსი საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. კონკურსში მონაწილეებს  მოეთხოვებათ ასევე კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პროგრამები) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
 
კონკურსში  მონაწილე  პირმა ელექტრონულ  მეილზე -  trainee@gyla.ge უნდა  გამოაგზავნოს:
 
ელექტრონულად შევსებული  განაცხადის ფორმა (იხ. მიბმული დოკუმენტი);
იურისტის დიპლომის ან შესაბამის კურსზე  სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (დასკანირებული).
 
ან ორივე დოკუმენტი მატერიალური ფორმით წარმოადგინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში  ქვემოთ  მითითებულ  მისამართზე.  
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები  მიიღებენ  შესაბამის  სერტიფიკატს.
 
თანაშემწეებს/სტაჟიორებს ევალებათ:
 
იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან  შემოსული  კითხვა- პასუხების ელექტრონულ პროგრამაში  დაფიქსირება;
სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის  მომზადებაში  დახმარება;
საკანონმდებლო სიახლეებზე  მუშაობა;
ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება; 
იურიდიული დახმარების თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და სხვა მოვალეობათა შესრულება.
 
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები. 
საბუთების მიღება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და საიას ოფისში იწარმოებს 2014 წლის 08 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (განაცხადების წარმოდგენა როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით, შესაძლებელი იქნება 26 სექტემბრის 18:00 სთ-მდე). დაგვიანებით გამოგზავნილი ან წარმოდგენილი განაცხადები  არ  მიიღება. 
 
კონკურსი  ჩატარდება  ორ  ეტაპად:
 
კონკურსის პირველი ეტაპზე  (წერითი გამოცდა)  - დაშვებული  იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის/წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის  სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით.
 
კონკურსის მეორე  ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.  
წერითი  გამოცდის  ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ გვერდზე, გამოცდის თარიღამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.  
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - შორენა ლოლაძე.
 
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15 
 
ტელ:  2-99 50 76;   2-93 61 01
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge