კონკურსი საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

ამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული 
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2016 წლის 25 ნოემბერი

იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი, 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები  მიიღებენ  შესაბამის  სერთიფიკატს.

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 8,  ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 22 პირი, რომლებიც საქმიანობას დაიწყებენ 2017 წლის იანვრიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.

თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:

- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან  შემოსული  კითხვა-პასუხების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა;

- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში  დახმარება;

- საკანონმდებლო სიახლეებზე  მუშაობა;

- ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება.

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი  მიმდინარეობს ორ  ეტაპად:

კონკურსის პირველი ეტაპზე  (წერითი გამოცდა)  - დაშვებული  იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციულ და სისხლის  სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით.

კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.  

 

განაცხადების მიღება

კონკურსში  მონაწილეობის მსურველმა  ელექტრონულ  მეილზე - trainee@gyla.ge უნდა  გამოაგზავნოს:

- განაცხადი (იხ. მიბმული დოკუმენტი);

- იურისტის დიპლომი ან შესაბამის კურსზე  სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (დასკანერებული).

გთხოვთ, მეილის ”subjec" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ნოემბერი. დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები არ იქნება განხილული.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ნონა ქურდოვანიძე.

მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15

ტელ:  2-99 50 76;   2-93 61 01(145)

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge