Ⴑამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 16 ივნისი, 18:00 საათი.
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი, 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 8, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 22 პირი, რომლებიც საქმიანობას დაიწყებენ 2017 წლის 4 სექტემბრიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 კურსის ზემოთ ან კურსდამთავრებულებს. გაითვალისწინეთ, რომ ის პირები, რომლებიც მესამე კურსზე სწავლას 2017 წლის სექტემბრიდან იწყებენ, კონკურსში არ დაიშვებიან.
თანაშემწეების/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:
- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა;
- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
- საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
- ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.
კონკურსის ეტაპები
კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად:
კონკურსის პირველი ეტაპზე (წერითი გამოცდა) - დაშვებული იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით.
კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.
განაცხადების მიღება
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონულ მეილზე - trainee@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:
- განაცხადი (იხ. დოკუმენტი);
- იურისტის დიპლომი ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანერებული).
გთხოვთ, მეილის ”subjec" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 16 ივნისი, 18:00 საათი. დაგვიანებით ან არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები არ იქნება განხილული.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ნონა ქურდოვანიძე.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15
ტელ: 2-99 50 76; 2-93 61 01(145)
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge