კონკურსი საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

ამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული 
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 5 სექტემბერი

იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს, როგორც წესი, 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ  შესაბამის  სერთიფიკატს.

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 7, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 20 პირი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2019 წლის ოქტომბრიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.

თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:

- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა და პირად/სატელეფონო კონსულტაციებზე დასწრება;

- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში  ადვოკატების დახმარება;

- საკანონმდებლო სიახლეებზე  მუშაობა;

- კონკრეტულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;

- ბუკლეტების შედგენისას იურისტების დახმარება.

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი  მიმდინარეობს ორ  ეტაპად:

კონკურსის პირველ ეტაპზე  (წერითი გამოცდა)  - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის  სამართლიდან, განაცხადში მონაწილის მიერ მითითებული სფეროს მიხედვით.

კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს.

 

განაცხადების მიღება

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონულ მეილზე -  info@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:

- განაცხადი 

- იურისტის დიპლომი ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანერებული სახით).

გთხოვთ, მეილის ”subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 სექტემბერი, ღამის 12 საათი. იმ მონაწილეებთან, რომლებიც ხარვეზით გამოგზავნიან დოკუმენტებს, დამატებით დაკავშირება ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით არ მოხდება. ამდენად, არასრულყოფილად წარმოდგენილი ან დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები არ იქნება განხილული.

წერითი გამოცდისა და გასაუბრების თარიღები, ასევე კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საიტზე - www.gyla.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ნინო ქათამაძე (19-27 აგვისტო), მარიკა დუმბაძე (29 აგვისტო - 5 სექტემბერი).

მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. N15

ტელ: (032) 2 93 61 01 (150/147)


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge