კონკურსი საიას აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

ამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო დატვირთვა: არასრული 
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 სექტემბერი

 

იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის  სერთიფიკატს.

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 პირი. შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2023 წლის ოქტომბრიდან. სტაჟირების პროცესი წარიმართება როგორც პირისპირ, ისე - დისტანციურ რეჟიმში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.

 

თანაშემწეების/სტაჟიორების მოვალეობებია:

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.

 

კონკურსის ეტაპები:

 

განაცხადების მიღება

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელ. ფოსტაზე -  batumi@gyla.ge უნდა გამოგზავნოს:

გთხოვთ, მეილის ”subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 29 სექტემბერი 18:00 სთ. მონაწილეებთან, რომლებიც ხარვეზით გამოგზავნიან დოკუმენტებს, დამატებით დაკავშირება ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით არ მოხდება. არასრულყოფილად წარმოდგენილი ან დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები არ იქნება განხილული.

წერითი გამოცდისა და გასაუბრების თარიღები და ფორმატი, ასევე კონკურსის შედეგები გეცნობებათ მეილზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირები: თამარ წულუკიძე

ელ. ფოსტა: batumi@gyla.ge


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge