სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 6 ნოემბერი
იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 7, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 20 პირი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2022 წლის დეკემბრიდან.სტაჟირების პროცესი წარიმართება როგორც პირისპირ, ისე - დისტანციურ რეჟიმში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.
თანაშემწეების/სტაჟიორების მოვალეობებია:
- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში ადვოკატების დახმარება;
- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულპროგრამაში ასახვა და პირად/სატელეფონო კონსულტაციებზე დასწრება;
- საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
- კონკრეტულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;
- იურისტების დავალებების შესრულება;
- სამართლებრივი ბროშურების შედგენისას იურისტების დახმარება.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.
კონკურსის ეტაპები:
- წერითი გამოცდა - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოგზავნისშესაბამის დოკუმენტებს.
წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ კაზუსებისამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით, განაცხადშიმონაწილის მიერ მითითებული სფეროს მიხედვით;
- გასაუბრება - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს.
განაცხადების მიღება
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელ. ფოსტაზე - mgabroshvili@gyla.ge უნდა გამოგზავნოს:
- განაცხადი (იხ. მიბმული დოკუმენტი);
- იურისტის დიპლომი ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ) დასკანერებული სახით.
გთხოვთ, მეილის ”subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 6 ნოემბრის, 18:00 სთ. მონაწილეებთან, რომლებიც ხარვეზით გამოგზავნიან დოკუმენტებს, დამატებით დაკავშირება ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით არ მოხდება. არასრულყოფილად წარმოდგენილი ან დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები არ იქნება განხილული.
წერითი გამოცდისა და გასაუბრების თარიღები და ფორმატი, ასევე კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საიტზე - www.gyla.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირები: შორენა ლოლაძე და მარიამ გაბროშვილი
ელ. ფოსტა: loladze@gyla.ge, mgabroshvili@gyla.ge
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge