კონკურსი მკვლევარების შესარჩევად

საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გერმანული ორგანიზაცია Democracy Reporting International აცხადებს კონკურსს ადგილობრივი მკვლევარების შესარჩევად, პროექტის - „პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. 

პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და Democracy Reporting International-ის მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის  მიზანია  ხელი  შეუწყოს  საქართველოში პოლიტიკური  პლურალიზმის  გაძლიერებას  პოლიტიკური  პოლარიზაციის  პრობლემაზე გამართული, მიუკერძოებელ  ფაქტებზე დაფუძნებული  დებატების  მხარდაჭერით.

პოლიტიკურ  წრეებში პოლარიზაციის  მაღალი  დონე  სერიოზულ პრობლემად იქნა მიჩნეული ევროკავშირის, ევროპის  საბჭოსა  და  ეუთოს  მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროგრესი დემოკრატიის მშენებლობაში ფართოდ არის აღიარებული, პოლიტიკური პოლარიზაცია უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებად რჩება ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და Democracy Reporting International-ის  მიზანია ერთობლივად  გაეცნონ  საქართველოში  პოლიტიკური  პოლარიზაციის  მიზეზებსა  და  შედეგებს, ისეთ საკითხებზე მუშაობით, როგორიცაა:

- პოლიტიკური  პოლარიზაციის  ფაქტების  დადგენა  და მათი  ანალიზი დისკუსიის, კვლევის, მედია მონიტორინგისა  და  საერთაშორისო  კვლევების  საშუალებით;

- პოლიტიკური  პოლარიზაციის  შესახებ  საჯარო  დებატების  გააქტიურება, კვლევებისა, ანგარიშებითა და მედია მონიტორინგის მომზადება;

- პოლიტიკური პოლარიზაციის მწვავე პრობლემის დაძლევის შესაძლო  სტრატეგიების განვითარება.

 

კვლევის მიზნები და ამოცანები.

პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი კვალიფიციური  მკვლევარების შესარჩევად შემდეგი მიმართულებით:

- ექსპერტი I- არსებული კვლევების შეფასება: შეაფასოს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ არსებული ქართველი და საერთაშორისო  ექსპერტების კვლევები.  კვლევა  ასევე  უნდა  მოიცავდეს ისეთი  საერთაშორისო  ორგანიზაციების  მოხსენებების  მოკლე მიმოხილვას როგორიცაა: ევროკავშირი, ეუთო, ევროპის  საბჭო, საერთაშორისო  მედია და ა.შ. ( 6  სამუშაო  დღე).

 

- ექსპერტი II - პოლიტიკური პოლარიზაციის უარყოფითი გავლენა: გამოიკვლიოს პოლიტიკური პოლარიზაციის ნეგატიური გავლენები. კვლევა  უნდა  შეიცავდეს  საქართვლოში სოციალურ  და  პოლიტიკურ ცხოვრებაში  პოლარიზაციის   კონკრეტულ  შემთხვევებსა  და  მაგალითებს. ექსტრემალური პოლიტიკური პოლარიზაციის კრიტერიუმები და ინდიკატორები შემუშავდება პროექტის ხელმძღვანელობასთან ერთად. (13 სამუშაო დღე).

- ექსპერტი III- სამართლებრივი და  პოლიტიკური  სისტემის  შეფასება:  ჩაატაროს საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემის ანალიზი და შეფასება, რათა დადგინდეს კონკრეტული ინსტიტუციონალური მექანიზმები და ასპექტები, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკურ პოლარიზაციას.

 

ექსპერტის მოვალეობები:

- ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საკვლევ თემაზე მოამზადოს ანალიტიკური ჩარჩო და კვლევის მეთოდოლოგია პროექტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით;

- გაითვალისწინოს საიას და DRI-ის მიერ კვლევის პირველად ვერსიაში შეტანილი ცვლილებები და მოამზადოს კვლევის საბოლოო ვარიანტი;

- მონაწილეობა მიიღოს საიას და DRI-ის პროექტის ხელმძღვანელობასთან, საერთაშორისო ექსპერტებთან როგორც პირად, ასევე ონლაინ კონსულტაციებში.

- დაესწროს კვლევის პრეზენტაციას, რომელიც გაიმართება თბილისში 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში.

ექსპერტის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია და ფორმატი შეთანხმებული იქნება საიასა და DRI- თან კვლევის დაწყებამდე. თითოეული კვლევა  უნდა  იყოს  წარდგენილი  ინგლისურ  ან  ქართულ  ენაზე.

კვლევის ვადები: თითოეული კვლევის ჩაბარების თარიღი შეთანხმებული იქნება პროექტის ხელმძღვანელობასთან, არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა.

 

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

- უმაღლესი განათლება პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის სფეროში ან მომიჯნავე დისციპლინებში;

- მინიმუმ 7 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო, კვლევით და არსამთავრობო ორგანიზაციებში;

- კვლევისთვის საჭირო ინფორმაცია და უნარ-ჩვევები;

- მაღალი  ხარისხის  ანალიტიკური  პუბლიკაციების  მომზადება  ინგლისურ  ან  ქართულ  ენაზე;

- პოლიტიკურად მგრძნობიარე გარემოში მუშაობის გამოცდილება;

- ქართული  ენის  უმაღლეს  დონეზე  ცოდნა (სასურველია  ინგლისური  ენის ცოდნაც).

 

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა 2016 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.baghashvili@gyla.ge და europe@democracy-reporting.org

დოკუმენტაცია:

- CV, რომელიც ასევე  უნდა  მოიცავდეს წარსულში შექმნილი პუბლიკაციების  სიას;

- სამოტივაციო წერილი;

- მოკლე  კონცეფცია, რომელშიც  შემოთავაზებული  იქნება  მეთოდოლოგიური  მიდგომა.

სათაურის  ველში  მიუთითეთ : “Local experts on social science research - Georgia” და რომელი პოზიციით  ხართ  დაინტერესებული (მაგ : ექსპერტი ll ).

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge