კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” პროექტის დირექტორის თანამდებობაზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” პროექტის დირექტორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• დაგეგმოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები;
• კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ფარგლებში მომუშავე თანამშრომლების საქმიანობას;
• კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ფარგლებში პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას - საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას;
• უზრუნველყოს პერიოდული ანგარიშებისა და გეგმების მომზადება;
• უზრუნველყოს გრანტის გამცემისა და პარტნიორებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
• მოამზადოს პერიოდული ანგარიშები პროექტების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
• განახორციელოს საიას რეგიონალურ ოფისებთან კოორდინირებული მუშაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• მიგრაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
• მმართველობით პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
• შრომის დისციპლინა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა და ორგანიზატორული უნარი;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საია-ს ოფისში სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. ავტობიოგრაფია (CV);
2. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
3. სამოტივაციო წერილი;
4. სარეკომენდაციო წერილი.
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 1 ივლისის 18:00 საათამდე.
ელ. ფოსტით გადმოგზავნილი დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად!
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 (ყოფილი კრილოვის ქ. 15), ტელ.: საკონტაქტო პირები: ანი ტაბიძე
2 93 61 01; 2 95 23 53 და თამარ სარაჯიშვილი – 593 16 79 77;
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge