კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საიასა და სტუდია მონიტორის საჩივარი დააკმაყოფილა

2010 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა სტუდია “მონიტორის” საჩივარი ტელეკომპანიების “რუსთავი-2”-სა და “ტელეიმედის” წინააღმდეგ.

სტუდია “მონიტორის” ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენდა.
საჩივრის ავტორი ითხოვდა ტელეკომპანიების სანქცირებას “მაუწყებლობის შესახებ” კანონის  71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს დამრღვევი ტელეკომპანიების გაფრთხილებას მათ მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის.

სტუდია “მონიტორი” ერთი წლის განმავლობაში უწევდა ტელეკომპანიების მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დადგენილი რეკლამის განთავსების წესების დარღვევის ფაქტებს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტელეკომპანია, სისტემატურად არღვევდა საინფორმაციო გამოშვებებში რეკლამის განთავსებისათვის დადგენილ დროის ლიმიტებს. კანონმდებლობის მოთხოვნათა იგნორირება გამოვლინდა საბავშვო გადაცემებისა და მხატვრული ფილმების გაშვების დროსაც.

უმეტეს შემთხვევაში ეთერში გაშვებული რეკლამის დროს 2-ჯერ ან მეტჯერ აღემატებოდა კანონით დაშვებულ დროის ლიმიტს.  მაგალითად, საბავშვო გადაცემები შეიძლება შეწყდეს 15 წუთში ერთხელ და არაუმეტეს 45 წამით. “საბავშვო ამბების” 2010 წლის 14 ნოემბრის გადაცემის მთლიანი ხანგრძლივობა შეადგენდა 33 წუთსა და 25 წამს. აქედან საბავშვო ინფორმაციის მიწოდების დრო იყო 23 წუთი და 45 წამი. დანარჩენი დრო (9 წუთი და 80 წამი) _ სარეკლამო, სპონსორული და საანონსო ჭრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად აისახება მომხმარებელთა უფლებებზე, რადგან ტელეკომპანიების მიერ ანალოგიური დარღვევის თუნდაც ერთხელ განმეორების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სანქციის უფრო მკაცრი ზომა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge