კოალიციის მიმართვა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი უნდა აირჩიოს.

 

კოალიცია აქტიურად აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას და მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე როგორც სასამართლოს ასევე საბჭოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ალტერნატიული მოსაზრებების, რეალური დისკუსიისა და მსჯელობის ნაკლებობა წარმოადგენს. ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანომ საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს საბჭოში არსებული პრობლემების დაძლევას დამოუკიდებელი, ობიექტური, თანმიმდევრული და პრინციპული წევრების შერჩევით.

 

კოალიცია მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციას ნომინირებულ კანდიდატებს მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი, დეტალური ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან, მიღწევებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.

 

ასევე, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მომავალ კანდიდატებს, მოსამართლეთა კონფერენციას და საზოგადოებას საკუთარი ხედვის პრეზენტაციისას წარუდგინონ მოსაზრებები მათ შორის შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:

 

 

კოალიცია მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციას საბჭოს წევრობის კანდიდატებს დაუსვას შესაბამისი კითხვები სასამართლო სისტემაში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნოს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ ხედვასა და ღირებულებებს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge