კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საერთო სასამართლოების შესაბამის მოსამართლეებს, დაიცვან რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, არ მიიღონ მათ მიმართ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებები და არ წაახალისონ საპოლიციო თვითნებობა ქვეყანაში. 

Როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, უკვე ორი დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა ინიცირებული რუსული კანონოპროექტის წინააღმდეგ. Კანონპოექტის ერთადერთი მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების მარგინალიზება და ქვეყანაში თავისუფალი აზრის ჩახშობა. კანონპროექტი საქართველოს აშორებს დემოკრატიულ სივრცეს და ქმნის გადაულახავ ბარიერს ევროინტეგრაციის გზაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან მიმდინარე შეკრებები არის აბსოლუტურად კანონიერი და მშვიდობიანი, უკვე ორი დღეა პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს არათანაზომიერ საპოლიციო ძალას და აგრძელებს ადმინისტრაციული დაკავებების პრობლემურ პრაქტიკას. აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და მანიფესტაციის უფლების უხეშ დარღვევას. 

შექმნილი პოლიტიკური და უფლებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები. კონკრეტული სასამართლო განხილვები არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს, არამედ გავლენას ახდენს ზოგადად ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ხარისხსა და კონსტიტუციური ღირებულებების დაცვაზე. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მოსამართლეებს, რომლებსაც განსახილველად დაეწერებათ მშვიდობიან შეკრებაზე დაკავებული მოქალაქეების საქმეები: 


- დაიცვან საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და არ გამოიტანონ მათ მიმართ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები; 

- საქმეებში, სადაც ჩანს პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ნიშნები, მიიღონ შესაბამისი ზომები და მიმართონ საქმის გამოსაძიებლად შესაბამის სამართალდამცავ უწყებას. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge