კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ზურაბ ვარდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

2018 წლის 15 სექტემბერს, ,,ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა - არავის აქვს ბრალი წარდგენილი და ზურაბ ვარდიაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

დღეს გამოძიების მთავარი ვერსიაა, რომ ზურაბ ვარდიაშვილი თავდამსხმელებს შეეშალათ სხვა პიროვნებაში და სინამდვილეში სულ სხვა პირთან აპირებდნენ ანგარიშსწორებას, რომელმაც შემთხვევამდე ერთი დღით ადრე იჩხუბა და აღნიშნა რომ ზურაბ ვარდიაშვილი იყო.

თუმცა, შემთხვევიდან მეორე დღეს გამომძიებელი ,,ლიბერალის“ რედაქტორს დაჟინებით უმეორებდა, რომ სწორედ მან იჩხუბა და ამ მოტივით დაესხნენ თავს.

პირველ რიგში, შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოძიების მხრიდან მსგავსი ზედაპირული დამოკიდებულების გამო და მოვუწოდებთ მას, მეტი ყურადღებით მოეკიდოს საქმეს.

ამავდროულად, აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა ,,ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შსს-ს დროულად დაიკითხოს ყველა შესაძლო მოწმე, ზურაბ ვარდიაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ბრალი წარედგინოს ყველა იდენტიფიცირებულ პირს. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge