კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოცემა ,,ბათუმელებთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

2019 წლის 21 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ,,ბათუმელების” დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან. მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე კი არ გამორიცხავს, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება შესაძლოა იყოს მესიჯი გამოცემის მიმართ.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება პოლიციის ქმედება მედია საშუალების საქმიანობას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავთა ქმედება რაიმე სახით კავშირში იქნება გაზეთი ბათუმელების საქმიანობასთან, აუცილებელია, რომ საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

მიგვაჩნია, რომ საქმის დროული გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ ყურადღებით აკვირდება აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და საქმესთან დაკავშირებით არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები.  

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge