კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ბატონ კლემენტ ნიალეტსო ვულუს წერილობით მიმართა. წერილში აღწერილია საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ხარვეზები, რომლის გამოყენებითაც იზღუდება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
ამჟამად, საქართველოს პარლამენტი იხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების მნიშვნელოვან ზრდას. კოალიციის მოსაზრებით, სანქციების მნიშვნელოვანი გამკაცრება დაუსაბუთებელი და არაპროპორციულია. ამასთან, ამ ცვლილებებს პირდაპირი გავლენა ექნება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობაზე ქვეყანაში.
კოალიცია თხოვნით მიმართავს სპეციალურ მომხსენებელს, გამოიყენოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმები და შეისწავლოს საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის პროცესს საქართველოში.
მიმართვის სრული ტექსტი იხ. ქვემოთ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge