ხელშეშლა წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებაში და ძალადობის ფაქტები

საანგარიშო პერიოდში წინასაარჩენო კამპანიის განხორციელებაში ხელშეშლისა[1] და ძალადობის რამდენიმე ფაქტიც დაფიქსირდა[2]. საიამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებით შესაბამის უწყებებს მიმართა, ასევე, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭწერებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ძალადობრივი ქმედებებისაგან და წინასაარჩენო კამპანია მშვიდ  და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში წარემართათ, რათა განვითარებულ მოლნებეს, არსებითი ზეგავლენა არ მოეხდინათ თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან საარჩევნო გარემოზე.

 

საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობა ზუგდიდში

 

ზუგდიდის რაიონ სოფელ ჯიხაშკარში 5 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის - სანდრა რულოვსის ამომრჩევლებთან შევხდრისას ინციდენტი მოხდა.  რამდენიმე პირი ხმაურით შეიჭრა იმ ადგილას, სადაც შეხვედრა ტარდებოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლის ლელა ქებურიას განმარტებით,  მაჟორიტარული კანდიდატის - სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლას  ბექა თოდუა - ქართული ოცნების აქტივისტი და მხარდამჭერები: ბერდია კუკავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, თენგო აბულაძე, გიორგი ჭითანავა, ლევან დავითაია, ვაჟა ღურწკაია ცდილობდნენ.

საიას ზუგდიდის ოფისი მონიტორთან საუბრისას ლაშა გვასალიამ განმარტა, რომ ჯიხაშკარის ინციდენტში მონაწილე პირები არ არიან პარტია  „ქართული ოცნების“ წევრები,თუმცა არ უარყო, რომ აღნიშნული პირები მათი პარტიის მხარდამჭერები არიან. მან კატეგორიულად გამორიცხა ქართული ოცნების კავშირი ზუგდიდის რაიონ სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან.

საარჩევნო მასალების  გავრცელებაში ხელშეშლა და დაზიანება

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, ღამის საათებში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - გიორგი ბოტკოველის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.  ბანერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის - მერი გულიაშვილის კერძო საცხოვრებელი სახლის კედელზე იყო დამაგრებული..

 


[1] http://www.speqtri.ge/politika/article/24884-qnacionalebisq-baners-shildashi-savaraudod-iaraghi-samjer-esroles

 

ბათუმი

 

2016 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათიდან ქალაქ ბათუმში გადაადგილება დაიწყო მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ. მოწოდების ძირითად შინაარსს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელებული მოქმედებების გაპროტესტება წარმოადგენდა. მომდევნო დღეს, 4 აგვისტოს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ბათუმში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ჩვენი სამშობლო“ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, დაახლოებით 13:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნას წარმოადგენდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის აკრძალვა და მისი წარმომადგენლების დასჯა. მათი მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიისა და მისი მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი ფრაზები. პარტიის ოფისთან ასევე იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც, თავის მხრივ, აქციის მონაწილეების შეურაცხმყოფელ ფრაზებს აჟღერებდნენ. აქციის მონაწილეებმა დაწვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფეთხულა გიულენის ფიტულები. აქციის მონაწილეებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით აქციის მონაწილეების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაში გადაიზარდა, თუმცა, სამართალდამცავებმა დემონსტრანტებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური დაპირისპირების შესაძლებლობა არ მისცეს, ვინაიდან პოლიცია განლაგდა მათ შორის.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წინასწარ დაანონსებული აქციისა, დასაწყისისთვის პოლიცია შემთხვევის ადგილზე არასაკმარისი რაოდენობით, მხოლოდ ერთი ეკიპაჟით იყო მობილიზებული. სამართალდამცავთა რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოქალაქეთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის დროს დააკავეს პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ ერთი წევრი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლების საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.[3]

თელავი

4 აგვისტოს 12:00 საათზე ქალაქ თელავში დაგეგმილი იყო „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება. ყრილობის მონაწილეებს ღონისძიებაზე მიტანილი ჰქონდათ დროშები, რომლებზეც გამოსახული იყო კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებმაც მათ არ მისცეს შესაძლებლობა, გამოეყენებინათ კომუნისტური სიმბოლიკის გამომხატველი დროშები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობასთან, სადაც ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, საპროტეტსტო აქცია გამართეს  მოქალაქეებმა, პოლიტიკური გაერთიანებების - „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ მხარდამჭერებმა. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, „სოციალისტური საქართველოს“ წევრები ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ „ქვეყანა უნდა მართოს ქართველმა, და არა - სომეხმა და ებრაელმა.“

აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომან ქევხიშვილს, ყრილობის ერთ-ერთმა მონაწილემ - თემურ ფიფიამ სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც „სოციალისტური საქართველოს“ წევრებს კვერცხები ესროლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ თემურ ფიფია დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ პირს ცემის ფაქტზე ბრალი წაუყენეს.

ბორჯომი

11 აგვისტოს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,[4] საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრის, გიორგი გიუაშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბესიკ ფოფხაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ხელი შეუშალა წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელებაში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას.[5]

საიას მონიტორთან საუბრისას, გიორგი გიუაშვილი ბესიკ ფოფხაძის გარდა დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების გვარებსაც ასახელებს და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებს. აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სისტემატიურ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებდნენ მასზე.

დედოფლისწყარო

11 აგვისტოს, გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს ოფისის ფანჯრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერი დააზიანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ადგილობრივი მედიის საშუალებითაც გავრცელდა.[6] ასევე, მედიით გავრცელდა ინფორმაცია,[7]რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავდასხმის სავარაუდო მონაწილეებსაც ასახელებენ.

ზუგდიდი

12 აგვისტოს დაახლოებით დილის 10 საათისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თანამშრომლების განცხადებით ორგანიზაციის მესამე სართულის  კარი გატეხილი დახვდათ, ხოლო მეორე სართულის კარს ნაფეხურები ეტყობოდა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

 


[1] https://gyla.ge/ge/post/saia-tsinasaarchevno-kampaniashi-agitaciashi-savaraudo-khelsheshlisa-da-dzaladobis-faqtebs-ekhmaureba

[2]https://gyla.ge/ge/post/saia-batumsa-da-telavshi-momkhdar-incidentebs-ekhmaureba  

[3] შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საიას მონიტორი, რომელმაც აქციის ამსახველი ვიდეო მასალა მოგვაწოდა, იხ.ლინკიhttps://drive.google.com/file/d/0BzKJbf0WSkP8OXBvUThRNHlyZm8/view

[4] http://rustavi2.com/ka/news/53951

[5] https://gyla.ge/ge/post/saia-tsinasaarchevno-kampaniashi-agitaciashi-savaraudo-khelsheshlisa-da-dzaladobis-faqtebs-ekhmaureba

[6] http://ick.ge/rubrics/politics/29888-i.html

[7] http://www.speqtri.ge/politika/article/24746-dedoflistsyaros-qnacionaluri-modzraobisq-ofiss-minebi-chaumskhvries

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge