კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე მიმართავენ

6 აგვისტოს, გაიმართა დისკუსია, სადაც მაუწყებლების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი განიხილეს. შეხვედრაზე წამოჭრილი არგუმენტები შეეხებოდა სოციალური რეკლამის განმარტების ბუნდოვანებას, სარედაქციო დამოუკიდებლობის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლსა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძო მაუწყებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს.

 
საქართველოს პრეზიდენტს
 
ბატონ გიორგი მარგველაშვილს
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბატონ ალექსანდრე ბარამიძეს
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს
 
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ბატონ დავით საგანელიძეს
 
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს ბატონ დავით ბაქრაძეს
 
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ივანე კიღურაძეს
 
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ქალბატონ ელისო ჩაფიძეს
 
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ტყემალაძეს
 
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ხმალაძეს 
 
მოგმართავთ რამდენიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით. როგორც ცნობილია, პარლამენტში ამჟამად განიხილება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც სოციალური რეკლამის რეგულაციას ეხება. განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორი მიუთითებს, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მაუწყებლებთან კონსულტაციები შედგა, თუმცა ტელეკომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ასეთი კონსულტაციები არ გამართულა. სწორედ ამის გამო 6 აგვისტოს მაუწყებლების წარმომადგენლებისა და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შედგა შეხვედრა, სადაც მაუწყებლებმა და მედიის ექსპერტებმა გამოთქვეს კონკრეტული შენიშვნები კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ: მაესტრო, რუსთავი 2, ტაბულა, რადიოჰოლდინგი ფორტუნა, პალიტრა TV, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნები (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი (MDF); ასევე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. 
 
წარმოგიდგენთ შეხვედრაში მონაწილე მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნებს:
ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს ვთხოვთ, შეაჩეროს ამ კანონპროექტის განხილვა, რადგანაც ამ რეგულაციების შემოღება ფინანსურად დააზარალებს მაუწყებლებს და შეზღუდავს მათი გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე არაგონივრულია ახალი რეგულაციების შემოღება იმ კანონებში, რომლებიც მაუწყებლობის სფეროს არგულირებს.
 
გთავაზობთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართული იქნებიან მაუწყებლების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რომლის ფარგლებშიც, ციფრული მაუწყებლობის კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
 
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
 
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
 
ტელეკომპანია იმედი
 
ტელეკომპანია კავკასია
 
ტელეკომპანია რუსთავი 2
 
ტელეკომპანია მაესტრო
 
ტელეკომპანია ტაბულა
 
ტელეკომპანია თბილისი
 
ტელეკომპანია TV-3
 
პალიტრა TV
 
რადიოჰოლდინგი ფორტუნა
 
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
 
საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი (რადიოსადგურები: ჰერეთი, ჰარმონია, ძველი ქალაქი, ათინათი)
 
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge