საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაცია2015 წლის 31 ოქტომბერს მარტვილსა და საგარეჯოში მაჟორიტარული სისტემით გასამართ შუალედურ არჩევნებს აკვირდება.
დილის 11:00 საათისთვის, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაშიმიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზადპირველი ამომრჩევლის მისაღებად. უმეტეს შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, რეაგირებენ საიას დამკვირებლების შენიშვნებზე, რის გამოც საიას წარმომადგენლები საჩივრებს აღარწერენ.
ამ დროისათვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგისახის დარღვევები:
საარჩევნოკომისიის წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული/არაჯეროვანი შესრულება
ქაოსი იყო საგარეჯოს #5 საარჩევნო უბანზე, სადაც „საქართველო სპატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ედავებოდნენ კომისიის თავმჯდომარეს, რომ მან დამალა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენის ერთი შეკვრა დათავდაპირველად უბანზე არსებული 13 შეკვრის ნაცვლად, მხოლოდ 12 შეკვრა წარმოადგინა უბანზე, რასაც კომისიის თავმჯდომარე უარყოფდა.
საიას მობილური ჯგუფის დამკვირვებელმა გადაამოწმა როგორც მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე პირადად დათვალა უბანზე არსებული ბიულეტენის ყველა შეკვრა. აღმოჩნდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ბიულეტენის ერთ-ერთი შეკვრა ნომრით 0075 რეალურად არ იყო უბანზე არსებულ შეკვრებს შორის. მოგვიანებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემონსტრაციულად გამოიტანა ბიულეტენების შეკვრები და უბანზე მყოფ პირთა თანდასწრებით ხელახლა გადათვალა. ამჯერად აღმოჩნდა ბიულეტენის 13 შეკვრა. მათ შორის იყო ბიულეტენის სადავო შეკვრა ნომრით 0075. გაირკვა, რომ კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მას შემდეგ გამოაჩინა ბიულეტენის სადავო შეკვრა, რაც საიას დამკვირვებელიც დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით. მიგვაჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან.
საგარეჯოს #36 უბანზე ამომრჩეველს არ აძლევდნენ არჩევნებში მონაწილეობისუფლებას იმ არგუმენტით, რომ სიაში მისი სახელის გასწვრივ მითითებული იყო „იმყოფებაუცხოეთში.“ საიას დამკვირვებლის ჩარევის შედეგად ამომრჩეველმა შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა.
არაუფლებამოსილპირთა ყოფნა უბანზე
მარტვილის #37და #22 საარჩევნო უბნებზე არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ახალი სიტყვა“ ერთდროულად იმყოფებოდნენ ორ-ორი დამკვირვებლები. საიას დამკვირვებლების მითითების შემდეგ, საუბნოსაარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ორივე უბანზე, ერთ-ერთ მათგანს დაატოვებინესსაარჩევნო უბნები. მარტვილის#37 უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა არასამთავრობოორგანიზაციდან „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ დაადასტურა, რომ ის წარმოადგენდა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება“ დამკვირვებელს.
მარტვილის #11, #37 და საგარეჯოს #34, #11 უბნების მიმდებარეტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას.
საარჩევნო უბნისაღჭურვასთან დაკავშირებული ხარვეზები
მარტვილის #13 უბანზე საარჩევნო ყუთი არ იყო სათანადო წესითდალუქული. საიას დამკვირვებლის მოთხოვნის შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიიდან გაგზავნილ იქნა ახალი ლუქი.
მარტვილის #31 უბანზე არ მუშაობდა მარკირების შემოწმებისათვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყო და მოხდა მისი შეცვლა ახლით. სპეციალური ხელსაწყო არ მუშაობდა ასევე მარტვილის #15 სარჩევნო უბანზე, რის გამოც აუცილებელი გახდა ამ უბანზე კვების ბლოკის ე.წ „ბატარეის“ შეცვლა.
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 4 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
დამატებითი ინფორმაცია
საიას ოცამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დღის დაკვირვებას ახორციელებს როგორც სტატიკურად,ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე.
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელდ იცავას.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას საია დღის ბოლოს შეაჯამებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge