კანონდარღვევები წინასაარჩევნო კამპანიის დროს

მილი გამოიცვალა ქალაქის მერიის სახსრებით. ამ შემთხვევაში ქალაქის მერი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მას უფლება არ ჰქონდა ეწარმოებინა წინასაარჩევნო აგიტაცია. საარჩევნო კოდექსის 76 მუხლის მიხედვით, “წინასაარჩევნო აგიტაციის უფლება მას მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალ დროს აქვს”.
       
სამაუწყებლო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე 12 სექტემბერს რამდენჯერმე გავიდა ლეიბორისტული პარტიის წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი, რომელზეც არ იყო მითითებული საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო წარწერა “ფასიანი პოლიტიკური რეკლამა” ან “უფასო პოლიტიკური რეკლამა”.
 
განსაკუთრებით რთული სიტუაციაა საქართველოს რეგიონებში. მაგალითად გორში ადგილობრივ ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთს” 11 სექტემბრის მონაცემებით არ ჰქონდა დადგენილი წინასაარჩევნო სააგიტაციო გადაცემების განრიგი და მომსახურების ტარიფი. ასევე გაურკვეველია პოლიტიკური რეკლამის განთავსების საეთერო დროის ოდენობა. პოლიტიკური სუბიექტები არ არიან შეზღუდულები პოლიტიკური რეკლამის საეთერო დროის გამოყენებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სთავაზობს მასმედიის წარმოამდგენლებს ტრენინგს ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ასოციაცია დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მიმდინარე პროცესების კანონიერებაზე.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge