კამპანია „ეს შენ გეხება“ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინიციატივაზე

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას არეგულირებს. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) შექმნა, ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მომეტებულ საფრთხეს. სასამართლომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა. 

ა.წ. იანვარში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციებიც იყვნენ წარმოდგენილნი. გუშინ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ თავისი კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე ფარულ მიყურადებას, ასევე ფარულ ვიდეო და აუდიო გადაღებას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შემადგენლობაში არსებული უწყება - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სააგენტო). წარმოდგენილი კანონპროექტი ცალსახაც შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთნახსენები გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან  და  ქმნის რისკებს ადამიანის უფლებებში უსაფუძვლო ჩარევისთვის. არაერთი კრიტიკული საკითხიდან რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა შეიძლება გამოიყოს:

კამპანია „ეს შენ გეხება“ მიიჩნევს, რომ მსგავსი მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

კამპანია მოუწოდებს საკანონდებლო ორგანოს, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო წესრიგს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს წარმოადგენს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge