იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N7 ანგარიშის პრეზენტაცია

2019 წლის 16 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარადგინეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეშვიდე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, სადაც შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებებით. 

მონიტორინგმა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები გამოავლინა :

საბჭომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის” სათანადოდ განხორციელება პრაქტიკაში.ამ ნოვაციამ არსებითად ვერ აღმოფხვრა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად შეიტანა წვლილი მათ გაღრმავებაში. არსებული ნორმატიული ჩარჩო არსებითად ხელს უწყობს და აძლიერებს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს. მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმა ისახავდა მიზნად.  საბჭოს შემადგენლობაში რჩება აზრთა პლურალიზმის და კრიტიკული აზრის აშკარა მიუღებლობის პრობლემა, რაც ხელს უშლის საბჭოს სხდომებზე საგნობრივ მსჯელობას და გადაწყვეტილებების დასაბუთებას. მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურია, რაც შეიცავს საფრთხეს მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. შენარჩუნდა სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. კანონმდებლობა  ხასიათდება ისეთი ხარვეზებით, რაც საბჭოს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების ფართო შესაძლებლობას უტოვებს. კერძოდ:

 

 

 

 

 

 

 

მონიტორინგის შედეგად წარდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. იმედს ვიტოვებთ, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება საბჭოს წევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მიერ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლავაც გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს.  

 

 

მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელიასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო. შეიძლება ის არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ანაღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისშეხედულებებს


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge