2007 წლის 23 მაისს იური ვაზაგაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა კუთვნილი ავტომანქანა BMW-520 ჩამოართვეს.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი ვინმე ჯონი ცივაძეს ეკუთვნოდა, რომელსაც BMჭ-520 2004 წლის მაისის თვეში ბათუმის ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარეს.
ზემოაღნიშნული BMW-520 2003 წლის 19 ნოემბერს იური ვაზაგაშვილის მეგობარმა დავით ბერუაშვილმა ლეილა მესხისგან შეიძინა, რის შემდეგაც ავტომანქანა ვაზაგაშვილს მიყიდა.
ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ავტომანქანა BMW-520 2004 თებერვლიდან ამავე წლის ივნისის ბოლომდე სარემონტო სამუშაოების მიზნით შპს `ასტრა დიღომის~ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ვაზაგაშვილის ადვოკატებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ მანქანა ოფიციალურად 2003 წლის 19 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე ვაზაგაშვილის მეგობარს, დავით ბერუაშვილს ეკუთვნის.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ვაზაგაშვილის ადვოკატები გამოძიებას საქმის წარმოების შეწყვეტისა ავტომანქანის მესაკუთრისადმი დაბრუნების მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართავენ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge