ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 8 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება.

 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 61 მაჟორიტარულ ოლქში 100 მობილური ჯგუფის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე და  წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე.[1] აგრეთვე, დაკვირვება განხორციელდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ოლქებში, სადაც დაკვირვებას განახორციელებენ როგორც საიას დამკვირვებლები, ასევე, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლები, საიას პროგრამის[2], ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური-საარჩევნო უფლებათა რეალიზების ფარგლებში.

 

დაკვირვება ქვეყნის 9 რეგიონის შემდეგ ოლქებში განხორციელდება:

 

                 თბილისის 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ასევე -

  1. ბათუმი;
  2. ქობულეთი;
  3. ხელვაჩაური;
  4. ქუთაისი;
  5. წყალტუბო;
  6. თერჯოლა;
  7. ბაღდათი;
  8. ტყიბული;
  9. ხარაგაული;
  10. ზესტაფონი;
  11. ხონი;
  12. ვანი;
  13. ოზურგეთი;
  14. ლანჩხუთი;
  15. ჩოხატაური;
  16. ზუგდიდი;
  17. წალენჯიხა;
  18. სენაკი;
  19. მარტვილი;
  20. გორი;
  21. ქარელი;
  22. კასპი;
  23. ხაშური;
  24. ახალციხე;
  25. ადიგენი;
  26. ბორჯომი;
  27. რუსთავი;
  28. მარნეული;
  29. ბოლნისი
  30. დმანისი;
  31. წალკა;
  32. გარდაბანი;
  33. თეთრიწყარო;
  34. თელავი;
  35. ლაგოდეხი;
  36. ყვარელი
  37. ახმეტა;
  38. საგარეჯო;
  39. დუშეთი.

 

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

 

ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48

 

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

 

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: თავისუფლების მოედანი #1).

 

პრესკონფერენცია გაიმართება: 10:00 საათზე; 14:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 9 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.

 

საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 


[1] აღნიშნულ უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით

[2] პროგრამა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელებული საიას პროექტის ფარგლებში.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge