დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების დაწყებიდან 4 წელი გავიდა. გამოძიებას წინ უსწრებდა 7-წლიანი წინასწარი მოკვლევის პერიოდი, რომელიც 2008 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. მიუხედავად საკმაოდ დიდი დროის გასვლისა, დღემდე არ მომხდარა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა.
2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე თუ სამხედრო პირი დაზარალდა და შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. ომის დროს ადგილი ჰქონდა სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის, გაუჩინარების, ქონების მასობრივი განადგურების და ძარცვის, იძულებითი გადაადგილების და დევნის, სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
აღნიშნულ აქტებს, რომელიც ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს წარმოადგენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკვე 4 წელია იძიებს. კერძოდ, 2015 წლის ოქტომბერში პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ შუამდგომლობით მიმართა წინა-სასამართლო პალატას და გამოძიების დაწყების ნებართვა მოითხოვა. 2016 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინა-სასამართლო პალატამ ნება დართო პროკურორ ფატუ ბენსუდას, საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის დროს მომხდარ დანაშაულებზე გამოძიება დაეწყო.
წინა-სასამართლო პალატის გადაწყვეტილებიდან გამოიკვეთა გამოძიების ფარგლები, რომელიც მოიცავს: 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში მომხდარ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, რომელიც ჩადენილია სამხრეთ ოსეთში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული და ქართული შეიარაღებული ძალების ან ოსური დე-ფაქტო ძალების მიერ.
2020 წლის 27 იანვარს, 4 წელი გავიდა, რაც ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი გამოძიებას აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება მნიშვნელოვნად ჭიანურდება ყველა იმ სიტუაციასთან შედარებით, რომელიც სასამართლოს ამ დრომდე განუხილავს. წარმოებულ გამოძიებას თან ახლავს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც შესაძლოა, დაბრკოლებას წარმოადგენდეს სრულყოფილი გამოძიების წარმოების, მიმდინარე პროცესში დაზარალებულთა ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფის და სამართლიანობის აღსრულების კუთხით. კერძოდ,
2019 წლის 2-7 დეკემბერს, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-18 სხდომაზე პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, რომ საქართველოს სიტუაციის გამოძიება აქტიურ ფაზაშია შესული და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გარკვეულ შედეგებამდე მივიდეს.
ომის დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და დაზარალებული პირების უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის, ასევე, დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრის მიზნით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს უზრუნველყოს:
საქართველოს კოალიციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წევრი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge